
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინობიანის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა ეროვნული თვითშეგნების განმტკიცებასა და მათი პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. ცხადია, სკოლაში გამორჩეულად აღინიშნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.
სკოლაში ჩატარდა ქვეყნის მთავარი ერთოვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელშიც III- IX კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
ბავშვებმა სასკოლო საზოგადოებას შთამბეჭდავი წარმოდგენა შესთავაზეს. ღონისძიებაზე ერთმანეთს ენაცვლებოდა პატრიოტული ლექსები, სიმღერები და ეროვნული ცეკვები.
„მნიშვნელოვანია, რომ მომავალმა თაობამ იცოდეს და გაიაზროს, თუ რა გზა გაიარა ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს ამ მიმართულებით არაერთ ღონისძიებას სთავაზობენ.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: