სამშობლოს სიყვარულითა და ისტორიის პატივისცემით განმსჭვალული ღონისძიება ვარდისუბნის საჯარო სკოლაში 
28-05-2025

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლეებმა ქვეყნის უმთავრესი ეროვნული დღესასწაული გამორჩეულად აღნიშნეს. 

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს პატრიოტული ღონისძიება მიეძღვნა, რომლის მიზანი იყო მოსწავლეებში ეროვნული თვითშეგნების განმტკიცება და მომავალი თაობებისთვის ამ ფასეულობების გადაცემა, ასევე სამშობლოს სიყვარულისა და პატივისცემის გრძნობების გაღვივება. 

მოსწავლეებმა შთამბეჭდავი სანახაობა წარმოადგინეს და წარმოაჩინეს დამოუკიდებლობის მიღებიდან დღემდე საქართველოს მიერ განვლილი გზა.

ამ ყოველივეს ორგანიზატორობა გაუწიეს ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგებმა - თეა ტუხაშვილმა და ელიზა ნოზაძემ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...