ზინობიანის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი ლამაზი ღონისძიებით შეაჯამეს
28-05-2025

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინობიანის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა 2024-2025 სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს.

გაიმართა გამოსაშვები ღონისძიება, სადაც პატარებმა სასწავლო წლის მანძილზე შეძენილი ცოდნა შეაჯამეს და სასკოლო ცხოვრების პირველი წარმატებული ნაბიჯები დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნეს. 

მოსწავლეებმა, დამრიგებლის - მანანა ზანდარაშვილის ხელმძღვანელობით, ლამაზი ღონისძიება წარმოადგინეს. პაატრებმა მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, ხოტბა შეასხეს „დედაენას“, მის შემქმნელ იაკობ გოგებაშვილს, აღნიშნეს ქართული ენის სილამაზე და ცოდნა და შესაზლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს. 

ღონისძიების ბოლოს კი საყვარელ მასწავლებელს სექტემბრამდე დაემშვიდობნენ. მანანა მასწავლებელმა პატარებს ბედნიერი და ნაყოფიერი არდადეგები უსურვა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...