საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მე-6 კლასელებმა ძველი თბილისის ღირსშესანიშნაობები მოინახულეს
29-05-2025

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებისთვის საინტერესო სასწავლო-შემეცნებითი გასვილითი ღონისძიება მოეწყო. 

სკოლა-გიმნაზიის მე-6 კლასის მოსწავლეები, ისტორიის პედაგოგ ასმათი მეტრეველის ხელმძღვანელობით, ძველ თბილისს სტუმრობდნენ. მოსწავლეებმა მოილოცეს მეტეხის ტაძარი, მოინახულეს აბანოთუბანი და დედაქალაქის ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს. 

მოსწავლეებისთვის გასვლითი ღონისძიება მეტად საინტერესო აღმოჩნდა. სკოლაში ახალი ცოდნით, ინფორმაციითა და შთაბეჭდილებებით დახუნძლული დაბრუნდნენ. 

მოსწავლეებს ასევე ახლდათ კლასის ხელმძღვანელი სალომე ნოზაძე და ქართულის პედაგოგი თეონა მოდებაძე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203