თამარისის N1 საჯარო სკოლიდან მე-12 კლასელები ღონისძიებით გააცილეს
28-05-2025

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარისის N1 საჯარო სკოლამ კიდევ ერთი თაობა საზეიმოდ გააცილა და წარმატებისკენ სავალი გზა დაულოცა. 

21 მაისს სკოლაში „ბოლო ზარი“ დაირეკა. მე-12 კლასელები სკოლიდან დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილეს. 

მოეწყო გამოსამშვიდობებელი ღონისძიება, რომელიც სასკოლო საზოგადოებისთვის მეტად ამაღელვებელი აღმოჩნდა. ახალგაზრდებმა დირექციასა და პედაგოგებს მათ განათლებაში ჩადებული შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს და პატივისცემა დაუდასტურეს. 

დირექტორმა და მასწავლებლებმა კი აღზრდილებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცეს და ნათელი მომავალი უსურვეს. იყო ზღვა ემოცია და სევდანარევი სიხარული. 

დღის ბოლოს მოსწავლეთა პერანგები მოსწავლე-მასწავლებელთა კეთილი სურვილებითა და ემოციური მინაწერებით აჭრელდა. ამ დღის ემოციები ახალგაზრდებს მთელი ცხოვრება გაჰყვებათ. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...