საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებისთვის, სასწავლო პროექტის ფარგლებში, ძველი თბილისის ტური მოეწყო
28-05-2025

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. 

ახლახან, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სასკოლო პროექტის ფარგლებში, მე-7 კლასის მოსწავლეებისთვის ძველი თბილისის ტური მოეწყო. 

მოსწავლეებმა მოინახულეს ძველი თბილისის ღირსშესანიშნაობები: მეტეხი, აბო თბილელის ტაძარი, ათასი მოწამის ხიდი, გოგირდის აბანოები, ჯუმა მეჩეთი, წმ.გიორგის სომხური ეკლესია, სიონი. 

მოსწავლეებმა გიდის როლი მოირგეს და ზემოთ აღნიშნულ ყველა ლოკაციაზე, უცხოურ ენაზე მოყვნენ საინტერესო ისტორიებს. მოსწავლეებმა რუსული ენის ცოდნა წარმატებით წარმოაჩინეს.

მათ, ასევე მოინახულეს არქეოლოგიური მუზეუმი, სადაც სადაც ნამდვილმა გიდმა ჩაატარა ისტორიული ექსკურსია და ისაუბრა აქ აღმოჩენილ არქელოგიურ ექსპონატებზე, რაც მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...