მშვენიერების, სიყვარულისა და ჩახუტების დღე - ჭიათურის N2 საჯარო სკოლის მე-8 კლასელებმა ღია ცის ქვეშ ყვავილების დღესასწაული იზეიმეს
28-05-2025

ჭიათურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო საგანმანათლებლო ინიციატივებით. 

მათ შორის, ჭიათურის N2 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის - ია ნეფარიძის ინიციატივით, VIII კლასში გაიმართა ღონისძიება არიფანას - ყვავილების დღესასწაულის, შესახებ. 

ღონისძიებაში ჩართულნი იყვნენ კლასის დამრიგებელი - ნათია ბოღოჩაძე, მოსწავლეები და მშობლები. მოსწავლეებმა აღნიშნეს არიფანა, როგორც მშვენიერების და სიყვარულის, მოფერებისა და ჩახუტების დღე. ხოტბა შეასხეს მარიტას, როგორც მშვენიერებისა და სილამაზის სიმბოლოს, გაშალეს საძმო სუფრა, წარმოთქვეს სადღეგრძელოები უფლის, მშვენიერების, ქალის, მეგობრობის, სიყვარულის, ერთობისა და საქართველოსი. ლექსებითა და სიმღერებით შეამკეს ყვავილების დღესასწაული, იმღერეს, იცეკვეს, ითამაშეს

აღსანიშნია, რომ ღონისძიება ღია ცის ქვეშ, ულამაზეს გარემოში გაიმართა, მოსწავლეებმა საკუთარი ხელით მოხატეს საძმო სუფრა, გვირილებისგან დაწნეს გვირგვინები, რომლითაც თანაკლასელი გოგონები, დამსწრე პედაგოგები და მშობლები შეამკეს. 

მოსწავლეებმა გამოავლინეს თავიანთი აკადემიური და შემოქმედებითი უნარები, ღონისძიება მაქსიმალურად ინტერაქციული და მრავალფეროვანი იყო, სავსე ზღვა ემოციითა და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...