„ფერები ჩვენი ხელით“​ - გოკიოს საჯარო სკოლის მოსწავლეთა შემოქმედებითი გაკვეთილი
28-05-2025

27 მაისს პირველკლასელებმა პირველი სასწავლო წელი დაასრულეს. სასკოლო ცხოვრების პირველი ნაბიჯები მოსწავლეებისთვის მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოკიოს საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის. მათ მოტივაციაზე პედაგოგებმა იზრუნეს და მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი შესთავაზეს. 

აღსანიშნავია, პირველკლასელთა საინტერესო გაკვეთილი თემაზე - „ფერები ჩვენი ხელით“, რომელსაც ქართული ენის მასწავლებელი არეგნაზ ქალაშიანი ხელმძღვანელობდა. 

გაკვეთილი მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა. პედაგოგმა პატარები მრავალფეროვან აქტივობებში ჩართო. ბავშვებს განსაკუთრებით მოეწონათ შემოქმედებითი აქტივობა, რომელიც ხალისითა და დიდი ინტერესით შეასრულეს. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, გაკვეთილი იყო ძალიან საინტერესო და აქტიური და დასამახსოვრებელი. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...