საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებმა წარმატებული ოთხი წელიწადი ლამაზი ღონისძიებით შეაჯამეს
30-05-2025

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მე-4 კლასელებმა წარმატებული და ნაყოფიერი ოთხი წელიწადი ღონისძიებით შეაჯამეს. 

მე-4 კლასის მოსწავლეები სასკოლო საზოგადოების წინაშე  მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიციებითა და მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ, აღნიშნეს სასწავლო მიღწევები და ცოდნა შეაჯამეს.

მოსწავლეებისთვის ეს დღე განსაკუთრებით ემოციური იყო, რადგან წელს პირველ მასწავლებელს ემშვიდობებოდნენ, მათ მადლობა გადაუხადეს პედაგოგ მაია ხორბალაძეს გაწეული შრომისა და წიგნიერების  სამყაროში მეგზურობისთვის

პედაგოგმა მოსწავლეებს გზა დაულოცა და ცოდნის მწვერვალების დაპყრობა უსურვა. 

ემოციებითა და დადებითი განწყობით სავსე დღე მოსწავლეთა ცხოვრებაში დაუვიწყარ მოგონებად ჩაიწერა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203