
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის პირველკლასელებმა 2024-2025 სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს.
პირველი სასწავლო მიღწევები და სასკოლო ცხოვრების წარმატებული ნაბიჯები მოსწავლეებმა დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნეს.
Iა კლასმა, პედაგოგ თინათინ ბლიაძის ხელმძრვანელობით, ლამაზი გამოსაშვები ღონისძიება გამართა.
მოსწავლეებმა „გააცილეს ანბანი“ და ხოტბა შეასხეს „დედაენას“ და მის შემქმნელ იაკობ გოგებაშვილს, ლექსებითა და სიმღერებით განადიდეს ქართული ენა, მისი ტკბილხმოვანება და აღნიშნეს დამწერლობის უნიკალურობა.
შთამბეჭდავი იყო ღონისძიების შემოქმედებითი ნაწილიც - მუსიკალური და საცეკვაო ნომრები, სიმღერები და წარმოდგენები.
მოსწავლეებმა შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს და მთელი წლის მანძილზე შეძენილი ცოდნა შეაჯამეს.
პედაგოგი მოსწავლეებს ახალ სასწავლო წლამდე დიდი სიყვარულით დაემშვიდობა და პატარებს ბედნიერი არდადეგები უსურვა.
იხილეთ ფოტოები: