საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის ეკოკლუბელებმა ბიომრავლფეროვნების საერთაშორისო დღე საინტერესო გასვლითი ღონისძიებით აღნიშნეს.
სკოლა-გიმნაზიის ეკოკლუბი - „მწვანე მომავალი“ დეკორატიულ მცენარეთა სანერგეს „გარდენია შევარდნაძეს“ სტუმრობდნენ.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს სეზონური ყვავილები, ფერად-ფერადი ვარდები, ტიტები, აზალიები, ფორზიციები, გლიცინიები ... ნათლად გაიაზრეს თუ რაოდენ მრავალფეროვანია ბუნება და რომ მას განსაკუთრებული დაცვა და მოფრთხილება სჭირდება.
მოსწავლეები, მწვანე, სამებაღეო გაკვეთილსაც შეუერთდნენ, რაც მათთვის მეტად სახალისო აღმოჩნდა.
ეკოკლუბელები ბაღიდან ახალი ცოდნით, შთაბეჭდილებებითა და სასიამოვნო ემოციებით დახუნძლულნი დაბრუნდნენ.
იხილეთ ფოტოები: