საცდელი ტესტირება დილის 10 საათიდან დაიწყება - NAEC
27-05-2025
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აპლიკანტებს, რომლებიც პროფესიულ პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მიზნით გამოცდებს 31 მაისს ან  1 ივნისს აბარებენ, საშუალება ექნებათ გაიარონ საცდელი ტესტირება.
 
 
მსურველებს ტესტირების გავლა 28 მაისის 10:00-დან 18:00 საათამდე, ონლაინრეჟიმში შეეძლებათ.
 
„გამოსაცდელები შეძლებენ ყოველგვარი შეფასების გარეშე ივარჯიშონ და გაეცნონ სისტემას. საცდელი ტესტირება არ ფასდება და მასში მონაწილეობა ნებაყოფლობითია“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
 
 
წინასწარი ტესტირების გავლა შესაძლებელია ამ ბმულზე. ავტორიზაცია ხდება პირადი თერთმეტნიშნა ნომრითა და პაროლით: test
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...