უჩვეულო „ბოლო ზარი“ და ისტორიის ახალი ფურცელი სამთაწყაროს საჯარო სკოლაში
27-05-2025

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლაში განსაკუთრებული, ემოციებითა და სიხარულით სავსე დღე იყო 20 მაისი, ვიანიდან სკოლას უჩვეულო პირველი კურსდამთავრებულები ჰყავდა. ბოლო ზარის დრესთან დაკავშირებიტ სკოლის ადმინისტრაციამ ვრცელი ინფორმაცია გაგვიზიარა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

11-მა მოტივირებულმა მოსწავლემ, რომლებმაც მრავალი წლის შემდეგ დიდი მონდომებით ჩააბარეს გამოცდები, წარმატებით დაასრულეს სკოლა და იქცნენ სკოლის ისტორიის ნაწილად. სწორედ მათი მიზანდასახულობისა და შეუპოვრობის წყალობით პირველად სკოლის ისტორიაში შეიქმნა უჩვეულო 12 კლასი.

მათ წარმატებაში უდიდესი წვლილი მიუძღვით სკოლის დირექტორს, ქალბატონ ეკატერინე ჩიტაურს, რომლის მხარდაჭერითაც შესაძლებელი გახდა 12 კლასის გახსნა და სრულფასოვანი სასწავლო პროცესის უზრუნველყოფა.

განსაკუთრებული მადლობა კლასის დამრიგებელს, ქალბატონ ელენე გრიგორიადისს – მისი თანადგომითა და მოყვარულობით მოსწავლეებმა შეძლეს ყველა სირთულის გადალახვა და მიზნის მიღწევა.

დასკვნით ღონისძიებაზე მოსწავლეებმა, კლასის დამრიგებლის ხელმძღვანელობით, წარმოადგინეს მრავალი ლექსი, სიმღერა, ცეკვა და სცენური დადგმა, რომლებმაც დიდი სიყვარული და ემოცია გამოიწვია დამსწრე საზოგადოებაში. თითოეული გამოსვლა გულით იყო შესრულებული და დამსწრეების გულებამდე გზას პოულობდა.

კლასის დამრიგებელმა ორიგინალურად მიულოცა თითოეულ მოსწავლეს სკოლის დამთავრება – აღინიშნა მათი უნიკალურობა, შრომისმოყვარეობა და ინდივიდუალური ნიჭი. სკოლის დირექტორმა მათ წარმატება უსურვა ამხელა მიზნის მიღწევისთვის და მოუწოდა, მუდამ წინ იარონ მტკიცე ნაბიჯებით.

ღონისძიების დასასრულს სკოლის დირექტორმა და კლასის დამრიგებელმა კურსდამთავრებულებს გადასცეს სპეციალურად მომზადებული სამახსოვრო სიგელები – მადლობის ნიშნად მათი მონდომებისა და სკოლის ისტორიაში მნიშვნელოვანი წვლილისთვის.

განსაკუთრებული ემოციებით აღინიშნა ის მომენტიც, როდესაც კურსდამთავრებულთა შვილებმა მშობლებს სკოლის დამთავრება თბილად, იუმორითა და სიყვარულით მიულოცეს.

ტრადიცია წელსაც არ დაირღვა – მოსწავლეების თეთრი ზედები სკოლის ამჟამინდელმა მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა სამახსოვრო წარწერებით შეამკეს. თითოეული სიტყვა სიყვარულის, მადლიერებისა და მომავლის რწმენის გამოხატულება იყო.

გილოცავთ სკოლის დამთავრებას!

თქვენ ხართ მაგალითი იმისა, რომ სწავლისათვის ასაკს მნიშვნელობა არ აქვს და მიზნის მიღწევა ყოველთვის შესაძლებელია შრომით, მხარდაჭერითა და რწმენით.

გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, წარმატებებსა და მუდამ მზიან მომავალს!

იყავით მოტივაცია სხვებისთვის და არასდროს შეწყვიტოთ ოცნება!

https://www.facebook.com/100090694669565/videos/pcb.644090555290761/1009440938029413

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...