მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ წაჩხურას საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებზე იზრდებიან, მათი პატრიორტული სულისკვეთების ამაღლებაზე დირექცია და პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ. ცხადია, სკოლაში განსაკუთრებულად აღინიშნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.
ქვეყნის მთავარი ეროვნული დღესასწაული მთელმა სკოლამ იზეიმა. ამ დღის სულისკვეთებას კი განსაკუთრებულად გადმოსცემს პირველკლასელის (დამრიგებელი: ლამზირა სხულუხია) მხატვრულად წაკითხული რატი ყუფუნიას ლექსი.
სკოლაში ახარებთ, რომ ახალგაზრდა პოეტის ხსოვნას სკოლაში კვლავ მიაგებენ პატივს, ახსოვთ მისი შემოქმედება და მისი სახელის უკვდავსაყოფად მის ლექსებს ხშირად კითხულობენ.
„რატი იყო ჩვენი თანასოფლელი ძალიან ნიჭიერი პატრიოტი ადამიანი სამწუხაროდ ტრაგიკულად დაიღუპა“,- გვეუნბენიან სკოლაში და ვიდეორგოლებს გვიზიარებენ.
იხილეთ ვიდეომასალა: