ქვეყნის სიყვარულითა და ისტორიის პატივისცემით განმსჭვალული ღონისძიება თბილისის N219 საჯარო სკოლაში 
27-05-2025

თბილისის N219 საჯარო სკოლა აგრძელებს მნიშვნელოვანი თარიღების აღნიშვნას.

ამჯერად, საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის წევრებმა - ლია იობაშვილმა და მაია ავალიშვილმა ჩაატარეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელშიც მე-6, მე-6, მე-8, და მე-10 კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას შთამბეჭდავი წარმოდგენა შესთავაზეს. ერთმანეთს ენაცვლებოდა პატრიოტული სიმღერები, ლექსები, ეროვნული ცეკვები.

ქვეყნის სიყვარულითა და ისტორიის პატივისცემით განმსჭვალულმა ღონისძიებამ სკოლაში საოცარი ამაღელვებელი განწყობა დაატიალა. 

„მნიშვნელოვანია, რომ მომავალმა თაობამ იცოდეს და გაიაზროს რა გზა გაიარა ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე; ახსოვდეთ საქართველოს გმირები. სწორედ ეს წარმოაჩინეს მოსწავლეებმა ღონისძიებაზე“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეთა პატიორტული სულისკვეთების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...