ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მშვიდობაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 2024-2025 სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს.
სასწავლო წლის მანძილზე მიღებული ცოდნა კი ღონისძიებაზე შეაჯამეს. პატარებმა „ანბანის გაცილება“ მოაწყვეს.
დასკვნითი გაკვეთილი საზეიმოდ წარიმართა, მოსწავლეებმა ხოტბა შეასხეს „დედაენას“ მის შემქმნელ იაკობ გოგებაშვილს და ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.
პედაგოგმა პატარებს მე-2 კლასში გადასვლა მიულოცა და ბედნიერი არდადეგები უსურვა.
იხილეთ ფოტოები: