„ბულინგის შემთხვევაში, მოსწავლეებს არ აქვთ ნდობა სკოლის ადმინისტრაციის ან პედაგოგების მიმართ, რომ ისინი ამ პრობლემას მოაგვარებენ“ - ომბუდსმენი
25-06-2018
„კვლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ბულინგის შემთხვევაში, სამწუხაროდ, მოსწავლეებს არ აქვთ ნდობა სკოლის ადმინისტრაციის ან პედაგოგების მიმართ, რომ ისინი მოაგვარებენ ამ პრობლემას,“ - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიამ კვლევა 64 საჯარო და კერძო სკოლაში ჩაატარა. კვლევა მოიცავდა სამ სამიზნე ჯგუფს: მე-7–მე-12 კლასის მოსწავლეებს, იმ საგნის პედაგოგებს, რომელთა სასაწავლო პროგრამაც მოიცავს ადამიანის უფლებების ასპექტებსა და სკოლების ადმინისტრაციას. კვლევაში მონაწილეობა 1 480 ადამიანმა მიიღო.

ნინო ლომჯარიას თქმით, იმის მიუხედავად, რომ სკოლებში ბულინგის პრობლემა ძალიან ფართოდაა გავრცელებული, საგანმანათლებლო სივრცეში არ არსებობს ბულინგის რეაგირებისა და შეტყობინების სისტემა.

„კვლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სკოლაში ჩაგვრა და ბულინგი არის ერთ-ერთი მწვავე გამოწვევა. თუმცა განსხვავებით მოსწავლეებისგან, რომლებიც ასახელებენ ამას, როგორც მწვავე პრობლემას, პედაგოგებსა და ადმინისტრაციაში არ არის ასეთი აღქმა. განსხვავებულია დამოკიდებულება: მოსწავლეები უფრო ხშირად ასახელებენ ბულინგს, როგორც პრობლემას, ვიდრე პედაგოგები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კვლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ბულინგის შემთხვევაში, სამწუხაროდ, მოსწავლეებს არ აქვთ ნდობა სკოლის ადმინისტრაციის ან პედაგოგების მიმართ, რომ ისინი მოაგვარებენ ამ პრობლემას,“ - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203