
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ განჯალის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა 2024-2025 სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს.
სასკოლო ცხოვრების პირველი წარმატებული ნაბიჯები კი პატარებმა ღონისძიებით აღნიშნეს. კლასის დამრიგებელის - აქსანა აგამედოვას ხელმძღვანელობით, გაიმართა 1-ელიბ კლასის მოსწავლეთა „ანბანის ზეიმი“.
მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ. მოსწავლეებმა სტუმრებს და მშობლებს წარადგინეს საინტერესო სპექტაკლები, სიმღერები, ცეკვები, ლექსები. მოსწავლეებმა მშობლებსა და მასწავლებელს მონდომებითა და შემოქმედებითობით სიამაყის საფუძველი კიდევ ერთხელ მისცეს.
ღონისძიების სტუმრებმა მოსწავლეებს მე-2 კლასში გადასხვა მიულოცეს და ბედნიერი არდადეგები უსურვეს.
იხილეთ ფოტოები: