მარნეულის N7 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა 2024-2025 სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს.
სასკოლო ცხოვრების პირველი წარმატებული ნაბიჯები კი ღონისძიებით აღნიშნეს.
გაიმართა საზეიმო ღონისძიება, რომელიც არაერთ შემოქმედებით ნომერს მოიცავდა.
პატარებმა მთელი წლის ნასწავლი შეაჯამეს და წარუდგინეს მასწავლებლებს, მშობლებს, მაყურებლებს. ლექსებით, სიმღერებით, ცეკვებით პატარ-პატარა როლური თამაშებით გაახალისეს გარემო და გახადეს ეს დღე დაუვიწყარი. შეძენილი ცოდნით მასწავლებლებიც გაახარეს და მშობლებიც.
„ასე დაემშვიდობნენ მარნეულის N7 საჯარო სკოლის პირველკლასელები სკოლას დროებით. მომავალ სასწავლო წელს უფრო გაზრდილები, დასვენებულები, გალაღებულები დაუბრუნდებიან მშობლიურ კედლებს“,- გვეუბნებიან სკოლაში და პატარებს ბედნიერ არდადეგებს უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: