ზერტის საჯარო სკოლიდან კიდევ ერთი თაობა ღონისძიებით გააცილეს 
27-05-2025

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტის საჯარო სკოლა არაერთი წარმატებული და ღირსეული თაობა აღუზრდია, რომელთან გამომშვიდობებაც სასკოლო საზოგადოებისთვის საზეიმოსთან ერთად, სევდანარევია.

25 მაისს, სკოლიდან კიდევ დამამთავრებელი კლასი გააცილეს. გაიმართა გამოსამშვიდობებელი ღონისძიება. მოსწავლეებმა სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და დირექციასა და მასწავლებლებს მადლობა გადაუხადეს. 

დირექტორმა და მასწავლებლებმა კი აღზრდილებს წარმატებისკენ სავალი გზა დაულოცეს და სკოლიდან დიდი სიყვარულით გააცილეს. იყო ბევრი ემოცია და სევდანარევი სიხარული.

„სკოლის პედაგოგიური კოლექტივი ულოცავს მოსწავლეებს!! გისურვებთ წარმატებებს, მიზნების მიღწევას, წინსვლას და ყველაფერს კარგს ცხოვრების ახალ ეტაპზე. წინ გელით ახალი გზები, ახალი გამოცდილებები და ახალი გამარჯვებები. ეცადეთ იყოთ საუკეთესო ვერსია საკუთარი თავის და არასდროს დაკარგოთ მიზნისკენ სვლა. ბედნიერ გზას გისურვებთ! გახსოვდეთ, სკოლა ყოველთვის იქნება თქვენი საწყისი წერტილი – ადგილი, სადაც დაიწყო თქვენი ისტორია“, - აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეთა დიდი გულშემატკივრებად რჩებიან. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203