საზეიმო „ბოლო ზარი“ და ემოციური გამოსამშვიდობებელი ღონისძიება ბახვის საჯარო სკოლაში
28-05-2025

წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლამ კიდევ ერთი თაობა საზეიმოდ გააცილა. 

21 მაისს სკოლაში მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა - ეს იყო ემოციებით სავსე დღე, რომელიც კურსდამთავრებულთა ცხოვრებაში დაუვიწყარი მოგონებად ჩაიწერა. 

გაიმართა გამოსამშვიდობებელი ღონისძიება. მოსწავლეებმა სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს, მნიშვნელოვანი მომენტები გააცოცხლეს და დირექციასა და პედაგოგებს მათ განათლებაში ჩადებული შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს. 

დირექტორმა და მასწავლებლებმა აღზრდილებს 

ღონისძიებას ესწრებოდნენ საპატიო სტუმრებიც, ახალგაზრდებმა მათი მილოცვები დიდი სიხარულით მიიღეს. 

„კიდევ ერთი ლამაზი ფურცელი ჩაიწერა სკოლის ისტორიაში. თერთმეტ გონიერ და მშვენიერ ახალგაზრდას დავულოცეთ გზა დიდი ცხოვრებისაკენ, „ბოლო ზარის“ საზეიმო ღონისძიება ემოციის ფონზე წარიმართა, საზეიმო საღამოს ესწრებოდნენ ქალბატონი როზა გოგუაძე - ოზუგეთის პედაგოგთა პროფესიული გაერთიანების კავშირის თავმჯდომარე, ქალბატონი მარიკა ჩხიკვიშვილი საკრებულოს დეპუტატი, კახი მგელაძე მერის რწმუნებული სოფელ ბახვში. მადლობა მათ მობრძანებისა და საჩუქრებისთვის, მადლობა ბახვის პოლიციისა და ოზურგეთის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც მოსწავლეთა უსაფრთხო გადაადგილების მიზნით დღის განმავლობაში იყვნენ ჩვენს გვერდით „გზა დაგელოცოთ ბავშვებო!“,- გვიყვებიან სკოლაში და მოსწავლეებს წარმატებისკენ მიმავალ გზას ულოცავენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...