
წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის შთამბეჭდავი სასწავლო-შემეცნებითი ტური მოეწყო.
მოსწავლეებმა, პედაგოგ ინდირა შათირიშვილის ხელმძღვანელობით, მოინახულეს გელათი, მოწამეთა, ბაგრატი და სათაფლია. ბავშვებმა პატივი მიაგეს დავით აღმაშენებლის, დავით და კონსტანტინე მხეიძეების და მათი სოფლის მკვიდრისა და სიამაყის - გაბრიელ ეპისკოპისის საფლავებს. კიდევ ერთხელ გაიხსენეს მათი ღვაწლი და დამსახურება ქვეყნის წინაშე.
მოსწავლეებმა გაბრიელ ეპისკოპოსის საფლავი მისი მშობლიური კუთხიდან წაღებული ყვავილებით შეამკეს და მადლიერება გამოხატეს დიდი წინაპრის მიმართ სკოლის დაარსების გამო. სკოლისა, რომელიც გაბრიელ ეპისკოპისის სახელს ატარებს და 150 წლისაა. პირობა დადეს, კარგი სწავლით და სანიმუშო ქცევით ღირსეული გამგრძელებელნი იქნებიან დიდი გაბრიელ ეპისკოპოსის საქმისა.
„საინტერესო, შინაარსიანი, ემოციებით დატვირთული, თბილი და სიყვარულით სავსე დღე, ჩემს პატარებთან და მათ მშობლებთან ერთად!“,-ასე აფასებს მოსწავლეთა მასწავლებელი ინდირა შათირიშვილი ექსკურსიას და მოწაფეებს არაერთ საგანმანათლებლო თავგადასავალს ჰპირდება.
იხილეთ ფოტოები: