დილითის საჯარო სკოლის მე-12 კლასელთა ლამაზი გამოსამშვიდობებელი ღონისძიება და საზეიმო „ბოლო ზარი“ 
27-05-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დილითის საჯარო სკოლამ კიდევ ერთი თაობა საზეიმოდ გააცილა. 

21 მაისს სკოლაში „ბოლო ზარი“ დაირეკა. გაიმართა გამოსამშვიდობებელი ღონისძიება. სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა კურსდამთავრებულებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცეს და წარმატებისკენ მიმავალი გზა დაულოცეს. 

კურსდამთავრებულებმა პედაგოგებს სამადლობელი და გამოსამშვიდებელი სიტყვები მიუძღვნეს, იმღერეს, იცეკვეს ტრადიციული ცეკვები, სასკოლო ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპიზოდები გააცოცხლეს. 

მე-12 კლასელებმა სიმბოლურად თავიანთი საკლასო ოთახი პირველკლასელებს დაუთმეს, რაც მეტად ამაღელვებელი აღმოჩნდა. იყო ბევრი ემოცია და სევდანარევი სიხარული. 

ღონისძიებას ესწრებოდნენ სასკოლო საზოგადოების წევრები, მშობლები და სტუმრები.

ისინი კურსდამთავრებულთა გამოსვლებს ოვაციებით შეხვდნენ და ახალგაზრდებს ბედნიერი მომავალი უსურვეს. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...