ალერტკარის საჯარო სკოლიდან მე-12 კლასელები ღონისძიებით გააცილეს
29-05-2025

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლამ ერთი თაობა გააცილა და ცხოვრების ახალ ეტაპზე გზა დაულოცა. 

წელს სკოლაში „ბოლო ზარი“ 9 მე-12 კლასელისთვის დაირეკა. 

ემოციებით სავსე იყო ღონისძიება, რომლითაც მეთორმეტეკლასელები სკოლას დაემშვიდობნენ.

კურსდამთავრებულებმა სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს, სასკოლო ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპიზოდები გააცოცხლეს და მასწავლებლებს ზრუნვისა, სიყვარულისა და ფასდაუდებელ შრომისთვის მადლობა გადაუხადეს.

მოსწავლეებთან გამომშვიდობება განსაკუთრებით ემოციური იყო კლასის დამრიგებლის - ნანული დარსანიასთვის. 

მან მოსწავლეებს ნათელი მომავალი უსურვა და სკოლიდან დიდი სიყვარულით გააცილა. 

ახალგაზრდებს სკოლის დამთავრება მთელმა სკოლამ მიულოცა. დღის ბოლოს მათი თეთრი მაისურები მისალოცი წერილებითა და ემოციური მონაწერებით აჭრელდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203