ალერტკარის საჯარო სკოლაში, საგანმანათლებლო ცენტრთან ურთიერთთანამშრომლობის მიზნით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა
28-05-2025

22 მაისს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლას ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ფიფია სამუშაო შეხვედრით ესტუმრა. 

სამუშაო შეხვედრის მიზანი იყო საგანმანათლებლო საორგანიზაციო საკითხების განხილვა, ფორმალური და არაფორმალური განათლების მიმართულებით.

დაიგეგმა მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობა მხარეებს შორის. ცენტრის ხელმძღვანელმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო საგანმანათლებლო საქმიანობა, სკოლებთან ურთიერთანამშრომლის კუთხით.

სამუშაო შეხვედრას ესწრებოდა ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის სოფ, ყულიშკარის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინმაძღვარი ბერ- მონაზონი, დეკანოზი ექთიმე ახალაია. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...