„მუსიკა გვაახლოებს“ - ალერტკარის საჯარო სკოლაში მუსიკალური კონკურსი ჩატარდა
27-05-2025

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, ალერტკარის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და მოსწავლეებიც დიდი ინტერესით ერთვებიან სასკოლო ცხოვრებაში.

აქვე აღსანიშნავია, რომ ალერტკარის საჯარო სკოლაში საგნის პედაგოგები ბავშვებს მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ, რათა გაკვეთილები იყოს საინტერესო, სახალისო, ეფექტური.

თავად სკოლის დირექტორი, თამარ ივარდავა, უშუალოდ მონაწილეობს მსგავს ღონისძიებებში, შედეგად კი ადგილობრივ მოსწავლეებს ეძლევათ მოტივაცია, იყვნენ წარმატებულები.


წლებია ქალბატონი თამარის ინიციატივით პროექტი ეტალონის  ფორმატში ხორციელდება ინტელექტუალური თამაშები. ამჟამად  ალერტკარის საჯარო სკოლას მოწვეული ჰყავდა ზედაეწერის საჯარო სკოლის მოსწავლეები.

ჩატარდა კონკურსი მუსიკაში, სახელწოდებით „მუსიკა გვაახლოებს“, რომელშიც მოსწავლეებმა მიღებული ცოდნა გამოავლინეს და მუსიკის მასწავლებლების თინათინ ლაგვილავასა (ალერტკარის საჯარო სკოლა) და ინგა გოგიას (ზედაეწერის საჯარო სკოლა) ჩართულობით, მუსიკის საოცარი ჰანგებით გაჯერებეული დღესასწაული აჩუქეს სკოლას.

საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:

მესამე ადგილი - მაგდა თამლიანი (ზედაეწერის საჯარო სკოლა)

მეორე ადგილი - ქრისტინა ლაგვილავა (ალერტკარის საჯარო სკოლა)

პირველი ადგილი და გამარჯვება მოიპოვა ალერტკარის საჯარო სკოლის მერვე კლასის მოსწავლემ -  გვანცა კეშელავამ.

„კონკურსში მონაწილე მოსწავლეებს გადაეცათ სიგელები და სიმბოლური საჩუქრები მუსიკალური ინსტრუმენტები, სუვენირების სახით“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203