პტენის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს შთამბეჭდავი ღონისძიება მიეძღვნა 
27-05-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიებებით. აქტიურად აღინიშნება მნიშვნელოვანი თარიღები და მოვლენები. 

ცხადია, სკოლაში განსაკუთრებულად აღინიშნა ქვეყნის მთავარი ეროვნული დღესასწაული. საქართველოს დამოუკიდებლობის დღე შთამბეჭდავი ღონისძიება მიეძღვნა. 

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ ისაუბრეს 1918 წლის 26 მაისის მოვლენებზე, კიდევ ერთხელ გააანალიზეს რაოდენ მნიშვნელოვანია სახელმწიფოს დამოუკიდებლობა. ღონისძიება მუსიკალური და საცეკვაო ნომრებით გაგრძელდა. ბავშვებმა ქორეოგრაფიული ნომრები ლამაზად შეასრულეს.

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა უმასპინძლეს მშობლებსა და საპატიო სტუმრებს. 

1918 წლის 26 მაისს, თბილისში, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა აღიარეს. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ არსებობა სამი წლის შემდეგ, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შედეგად შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...