გომბორის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოსთვის თავდადებულთა მემორიალთან წარმოდგენა გამართეს
28-05-2025

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გომბორის საჯარო სკოლამ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე გამორჩეული ღონისძიებით აღნიშნა. 

სკოლის მოსწავლეებმა დროშებით და პლაკატებით მოაწყვეს მსვლელობა სოფელში და საქართველოსთვის თავდადებულთა მემორიალთან გამართეს წარმოდგენა - ლექსებით, ცეკვებითა და სიმღერებით. 

სკოლას ღონისძიების ორგანიზებაში სოფლის რწმუნებული ზაზა ხიზანიშვილი დაეხმარა. ღონისძიებას დაესწრო საგარეჯოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ლელა ფანოზიშვილი, რომელმაც  გომბორის სკოლის მოსწავლეებსა და დამსწრე  საზოგადოებას ეს მნიშვნელოვანი დღე მიულოცა. 

„გომბორის სკოლა კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს. დაე, იყოს საქართველო მუდამ ძლიერი და თავისუფალი!“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს ეროვნულ ღირებულებებზე ზრდიან. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...