წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტულ წარმატებას აღნიშნავენ.
24 მაისს, ქალაქ წალკაში გამართულ „თავისუფლების თამაშების“ მკლავჭიდის შეჯიბრებაში სამების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დიდი წარმატება მოიპოვეს.
თავი ისახელეს და ტურნირი გამარჯვებით დაასრულეს შემდეგმა მოსწავლეებმა:
I ადგილი – მირზა ღორჯომელაძე (55 კგ)
II ადგილი – მაქსიმე ჩხვიმიანი (60 კგ)
II ადგილი – გოგა დევდერიანი (60 კგ; მარცხენა)
III ადგილი – ბადრი ანანიძე (65 კგ)
III ადგილი – ვაკო ფირცხელიანი (აბსოლუტური წონა)
სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და ახალგაზრდებს მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„სკოლა ულოცავს თითოეულ მათგანს ამ მნიშვნელოვან წარმატებას და უსურვებს კიდევ მრავალ გამარჯვებას მომავალში!“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს გულმხრვალედ გულშემატკივრობენ.
იხილეთ ფოტოები: