მუხურის თემის საჯარო სკოლა დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას შთამბეჭდავი ღონისძიებით შეუერთდა
27-05-2025

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის, მუხურის თემის საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, თავს არ ზოგავს, რათა მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება და იმავდროულად, ღირსეული, მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების მქონე ახალგაზრდებს დაულოცონ გზა ცხოვრების ახალ ეტაპზე.

სწორედ ამ ჰოლისტური მიდგომების დამსახურებით, ადგილობრივი მოსწავლეები იძენენ არა მხოლოდ საგნობრივ ცოდნას, სიღრმისეულ ინფორმაციას იღებენ იმ თარიღებთან დაკავშირებით, რომლებიც გარდამტეხი აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.

მათ შორისაა 26 მაისი - დღე, როდესაც საქართველოს ეროვნულმა საბჭომ, 1918 წელს მიიღო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი და ჩამოაყალიბა დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა. სახელმწიფოს პოლიტიკური მმართველობის ფორმად აღიარეს დემოკრატიული რესპუბლიკა; შეიქმნა ევროპული ტიპის ქართული სახელმწიფოებრიობა, დემოკრატიული სისტემა.

ეს გახლავთ უმნიშვნელოვანესი თარიღი საქართველოს ისტორიაში, რომელიც მუხურის თემის საჯარო სკოლაში განსაკუთრებულად აღინიშნა.

პატიორტული სულისკვეთებით განმსჭვალულმა მოსწავლეებმა ისაუბრეს 26 მაისის, ზოგადად დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე, წაიკითხეს ლექსები, წარმოადგინეს თემატური მუსიკალური ნომრები და კიდევ ერთი ლამაზი დღესასწაული აჩუქრეს მშობლიური სკოლას.



იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...