ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ისრითის საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებზე იზრდებიან. დირექცია და პედაგოგები მათი პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ და ამ მიზნით, მოწაფეებს არაერთ ღონისძიებასა თუ აქტივობას სთავაზობენ.
ცხადია, სკოლაში განსაკუთრებულად აღინიშნა ქვეყნის მთავარი ეროვნული დღესასწაული. საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მთელმა სკოლამ იზეიმა. საქართველოს დროიშის ფერებში საზეიმოდ მოირთო სკოლა, მოსწავლეებმა შეასრულეს ეროვნული ჰიმნი და იამაყეს ისტორიითა და სახელოვანი წინაპრებით, გაიხსენეს 1918 წლის 26 მაისის ისტორიული მოვლენები.
მოსწავლეებმა სკოლის ეზოში პერფორმანსიც მოაწყვეს და ბუშტებით საქართველოს დროშა ააწყვეს.
იხილეთ ფოტოები: