„კლიმატის ცვლილება და რეგიონული გამოვლინებები“ - გომბორის საჯარო სკოლაში გარემოსდაცვითი ღონისძიება ჩატარდა
27-05-2025

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, გომბორის საჯარო სკოლა​ წლებია დგას მომავალი თაობების განათლების სადარაჯოზე. პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, თავს არ ზოგავს, რათა მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება, შეიძინონ ისეთი უნარები, რომლებიც ცხოვრების ახალ ეტაპზე გამოადგებათ და რაც ძალზე მნიშვნელოვანია, სხვადასხვა შემეცნებით პროექტში მონაწილეობით, განიმტკიცონ მიღებული ცოდნა.

ახლახან, გომბორის საჯარო სკოლაში ჩატარდა ღონისძიება „კლიმატის ცვლილება და რეგიონული გამოვლინებები“, რომელიც მიეძღვნა კლიმატის საერთაშორისო დღეს.

„ამ დღის აღნიშვნით გვსურდა, მოსწავლეებისა და დამწრე საზოგადოებისათვის შეგვეხსენებინა, თუ რა პრობლემების წინაშე შეიძლება დავდგეთ უახლოეს მომავალში ბუნების გაუფრთხილებლობის გამო. კლიმატის ტემპერატურის შენარჩუნება, დღესდღეობით, ერთ-ერთი აქტუალური პრობლემაა, რომლის წინაშეც დგას კაცობრიობა. გლობალური დათბობა, ოზონის ფენის გაზრდა, სტიქიური უბედურებები, ამინდის ცვალებადობა - სწორედ ეს ყველაფერი იწვევს კლიმატის გაუარესებას დედამიწაზე, რომელმაც სამომავლოდ შეიძლება სერიოზული პრობლემები შეუქმნას კაცობირობას“, - ასე გამოეხმაურა კლიმატის დაცვის აუცილებლობას გომბროის საჯარო სკოლა.

აქვე აღსანიშნავია, რომ აქტივობის ფარგლებში, განიხილეს თემა „მდგრადი განვითარების 17 მიზანი“. მოსწავლეებმა წარმოადგინეს თანამედროვე გლობალური  გამოწვევები: მყინვარების დნობა, გაუდაბნოება, სფაგნუმიანი ჭაობებისა და „ნახშირბადის ნაკვალევის“ როლი გლობალიზაციის პროცესში.

„მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის  გენერალური ასამბლეის 2015 წლის 25 სექტემბერს მიღებულ A/RES/70/1 რეზოლუციას „ჩვენი სამყაროს გარდაქმნა: 2030 წლის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისთვის“, რომლის განუყოფელი ნაწილია მდგრადი განვითარების 17 მიზანი და 169 ამოცანა“. ღონისძიების ბოლოს გაიმართა სხვადასხვა აქტივობა და შედგა ინტერაქცია“, - ნათქვამი აგავრცელებულ ინფორმაციაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...