თბილისის კერძო სკოლა „ცოდნას“ არაერთი წარმატებული თაობა აღუზრდია, რომელთა გამომშვიდობებაც სასკოლო საზოგადოებისთვის სასიხარულოსთან ერთად სევდანარევია.
21 მაისს, სკოლიდან კიდევ ერთი თაობა დიდი სიყვარულით გააცილეს. მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა. ეს იყო დღე - სავსე ემოციით, მოგონებებითა და სითბოთი.
მე-12 კლასელებისთვის ბავშვობასთან, სკოლასთან და საყვარელ მასწავლებლებთან გამომშვიდობება მეტად ამაღელვებელი აღმოჩნდა.
მე-12 კლასელებს დიდი გზის დასაწყისი დაულოცეს დირეაციამ და პედაგოგებმა.
„გულით გვწყდება, რომ გემშვიდობებით, მაგრამ ამავდროულად ვამაყობთ თქვენით - თქვენი გზით, თქვენი ზრდით, თქვენი ოცნებებით.
გისურვებთ წარმატებებს, სითამამეს და სიბრძნეს! ნუ შეშინდებით ცხოვრების ზარების ხმაზე - ახლა უკვე დროა, რომ თქვენი საკუთარი გზა გამოკვეთოთ.
ბედნიერი გზის დასაწყისი, ძვირფასო კურსდამთავრებულებო!
თქვენ ჩვენი სკოლის ისტორიაში სამუდამოდ დარჩებით!
ეს არ არის დამშვიდობება. ეს ახალი გზის დასაწყისია - ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ თქვენ წინ მრავალი წარმატება და სინათლე გელოდებათ; გისურვებთ სიძლიერეს, რწმენას და მუდამ გახსოვდეთ: თქვენი სკოლა ყოველთვის თქვენი სახლია!
მადლობა ყველა მასწავლებელს, მშობელსა და ჩვენს დაუვიწყარ კლასს – class of 2025 - ჩვენ არასდროს დაგვავიწყდებით!“-ასე მიულოცეს „ცოდნელებმა“ სკოლის დამთავრება მე-12 კლასელებს და ერთხმად აღნიშნეს, რომ მათ დიდ გულშემატკივრებად რჩებიან.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: