ნინოშვილის საჯარო სკოლაში პატრიოტული სულისკვეთებით გაჯერებული ღონისძიება ჩატარდა
27-05-2025

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, ნინოშვილის საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, თავს არ ზოგავს, რათა მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება და იმავდროულად, ღირსეული, მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების მქონე ახალგაზრდებს დაულოცონ გზა ცხოვრების ახალ ეტაპზე.

სწორედ ამ ჰოლისტური მიდგომების დამსახურებით, ადგილობრივი მოსწავლეები იძენენ არა მხოლოდ საგნობრივ ცოდნას, სიღრმისეულ ინფორმაციას იღებენ იმ თარიღებთან დაკავშირებით, რომლებიც გარდამტეხი აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.

მათ შორისაა 26 მაისი - დღე, როდესაც საქართველოს ეროვნულმა საბჭომ, 1918 წელს მიიღო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი და ჩამოაყალიბა დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა. სახელმწიფოს პოლიტიკური მმართველობის ფორმად აღიარეს დემოკრატიული რესპუბლიკა; შეიქმნა ევროპული ტიპის ქართული სახელმწიფოებრიობა, დემოკრატიული სისტემა.

ეს გახლავთ უმნიშვნელოვანესი თარიღი საქართველოს ისტორიაში, რომელიც ნინოშვილის საჯარო სკოლაში განსაკუთრებულად აღინიშნა.

აქტივობის ორგანიზატორი გახლდათ მუსიკის პედაგოგი ნანა მიქაბერიძე. 

„ღონისძიება მრავაფეროვანი აქტივობებით წარიმართა, რომლებშიც სკოლის მოსწავლეებმა დასწრე საზოგადოების წინაშე  წარმოაჩინეს საკუთრი შემოქმედებითი უნარები. მოკლედ მიმოიხილეს საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნის ისტორია, ისაუბრეს დამფუძნებელ კრებაში ქალი პოლიტიკოსების მონაწილების შესახებ, წაიკითხეს ლექსები. ღონისძიება გაალამაზა მოსწავლეების შესრულებულმა სიმღერებმა და ცეკვებმა. სკოლა წარმატებას უსურვებს თავის მოსწავლეებს ფორმალური და არაფორმალური განათლების აქტივობებში“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...