არეშფერანის საჯარო სკოლის პირველკლასელთა „დედაენის ზეიმი“ და სასწავლო წლის ლამაზი დაგვირგვინება 
27-05-2025

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ არეშფერანის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა 2024-2025 სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. 

სასკოლო ცხოვრების პირველი წარმატებული ნაბიჯები კი ღონისძიებით აღნიშნეს. გაიმართა  გამოსაშვები ღონისძიება სახელწოდებით - „დედაენის ზეიმი“. 

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ, ხოტბა შეასხეს იაკობ გოგებაშვილსა და მის შექმნილ „დედაენას“, ლექსები და სიმღერები მიუძღვნეს ქართული ენის სილამაზეს. მოსწავლეებმა ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს და მშობლებსა და პედაგოგ თინათინ წიწილაშვილს სიამაყის საფუძველი კიდევ ერთხელ მისცეს. 

„ჩვენი სკოლის კედლებში კვლავ სიყვარული, სიხარული, მეგობრობა და გულწრფელი ღიმილით ტრიალებს. დღეს „ანბანის ზეიმი“ ჩატარდა. 1-ელი კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა - თინათინ წიწილაშვილმა დამსწრე საზოგადოებას ახლა უკვე მეორეკლასელების შემოქმედება წარუდგინა“,- გვიყვებიან სკოლაში.

ღონისძიებას ესწრებოდნენ მშობლები, მასწავლებლები და ბავშვები. დღემ ბედნიერად და ხალისიანად ჩაიარა. იყო სიმბოლური საჩუქრებიც. 

„წარმატებული და ბედნიერი მომავალი მათ და ყველა პირველკლასდამთავრებულს“,- დასძენენ სკოლაში და პატარებს ახალ სასწავლო წლამდე ემშვოდობებიან. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

ბმული 1

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...