12-წლიანი სასკოლო ცხოვრების საზეიმო დაგვირგვინება და ემოციური „ბოლო ზარი“ სართიჭალის N3 საჯარო სკოლაში
27-05-2025

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალის N3 საჯარო სკოლამ კიდევ ერთი თაობა საზეიმოდ გააცილა. 

21 მაისს, სკოლაში მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა. გაიმართა გამოსამშვიდობებელი ღონისძიება. კურსდამთავრებულებმა სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს, სასკოლო ცხოვრების საუკეთესო ეპიზოდები კი გააცოცხლეს, მათ დირექციასა და პედაგოგებს მათ განათლებაში ჩადებული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს. ახალგაზრდებისთვის ბავშვობასთან, სკოლასთან და საყვარელ მასწავლებლებთან გამომშვიდობება მეტად ემოციური აღმოჩნდა. 

აღზრდილებს დიდი სიყვარულით გამოემშვიდობნენ მასწავლებლები და კურსდამთავრებულებს წარმატებისკენ სავალი გზები დაულოცეს. 

„სართიჭალის N3 სკოლა მე-12 კლასს ულოცავს სკოლის დამთავრებას და უსურვებს წარმატებებს ცხოვრების ახალ ეტაპზე. იმ გამოწვევების დაძლევას რაც მათ ცხოვრებაში მოელით. დაე, მათი ცხოვრება ისეთი იყოს როგორი მოლოდინებიც აქვთ. ბავშვებო დიდი სიყვარულით გემშვიდობებით გვიყვარხართ ძალიან“,- მიმართავენ ახალგაზრდებს სკოლაში და მათ დიდ გულშემატკივრებად და მხარდამჭერებად რჩებიან. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...