უჯარმის საჯარო სკოლის პირველკლასლებმა სასწავლო მიღწევები ლამაზი ღონისძიებით იზეიმეს
29-05-2025

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმის საჯარო სკოლის პირველკლასლებმა 2024-2025 სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. 

პირველი სასწავლო მიღწევები კი ლამაზი ღონისძიებით იზეიმეს. 

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ - ხოტბა შეასხეს დედაენას, მის შემქმნელ იაკობ გოგებაშვილი, ხაზი გაუსვეს ქართული ენის სიმალაზესა და დამწერლობის უნიკალურობას და ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს. 

საინტერესო და სახალისო იყო ღონისძიების შემოქმედებითი ნაწილიც - მუსიკალური ნომრები, სიმღერები, დამრიგებელთან ერთად პატარების დადგმული პერფორმანსი. პატარების მიღმა არ დარჩენილა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - შესაბამისად დამსწრე საზოგადოების გული პატროტული თემატიკის ლექსებით ააჩუყეს. 

მოსწავლეებმა სკოლაში საოცარი განწყობა დაატრიალეს და დამრიგებელს - მარიამ წიფლაშვილს სიამაყის საფუძველი კიდევ ერთხელ მისცეს. 

„გარდა ანბანისა, თემატიკა იყო ჩვენი ძვირფასი და სათაყვანებელი საქართველო, ჩვენი დამოუკიდებლობის დღე. მინდა მადლობა გადავუხადო სკოლის დირექტორს ქალბატონ - ნინო დათუნაშვილს გვერდში დგომისთვის, ასევე ხელოვნების მასწავლებლებს - ეკა ჭიაბერაშვილს და ყველა პედაგოგს გვერდში დგომისა და გულშემატკივრობისთვის. მადლობა მშობლებს და, რაც მთავარია, ჩემს საყვარელ ბავშვებს გამძლეობისთვის“,- აღნიშნავს კლასის ხელმძღვანელი მარიამ წიფლაშვილი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203