საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება.
ცხადია, მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ისეთი გარემოსდაცვითი დღესასწაული როგორიც დედამიწის დღეა. სკოლაში მწვანე დღეები მოეწყო და დედამიწის დღეს კვირეული მიეძღვნა.
მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია ეკოლოგიურ პრობლემებზე, ადამიანის დაუდევრობის გამო გამოწვეულ საფრთხეებზე და გადაჭრის გზებზე იმსჯელეს, ასევე დაამზადეს პოსტერები, გარემოსდაცვით თემებზე ნახატები და კედლის გაზეთები შექმნეს. 22 აპრილს კი კვირეულის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, სადაც მოსწავლეებმა წარმოადგინეს საინტერესო ნამუშევრები და ისაუბრეს დედამიწისა და გარემოს დაცვის შესახებ. შეასრულეს დედამიწის ჰიმნიც.
კვირეული კონსულტანტ- მასწავლებლის - ც.მექოშვილისა და გეოგრაფიის პედაგოგ ლ.მარგებაძის ხელმძღვანელობით გაიმართა, ასევე ასევე ჩართული იყვნენ უცხო ენის პედაგოგი ხ.გორელაშვილი, ისტ-ის პედაგოგი ე.კიბაბიძე და ხელოვნების მასწავლებელი ე.ჭიაბერაშვილი.
იხილეთ ფოტოები: