„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება
27-05-2025

დღეს, 27 მაისს წარმატებაზე ორიენტირებული მოსწავლეებისთვის დიდი ზეიმი დაიწყო: სტარტი აიღო „ეტალონის“  საგნობრივმა საგაზაფხულო ჩემპიონატმა - ონლაინ ოლიმპიადები სამ საგანში იმართება II-XI კლასების მოსწავლეებისთვის.

დღეს, 27 მაისს გააქტიურდა ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადა, მასში ჩართვა მოსწავლეებს დღეს და ხვალ შეუძლიათ.

რეგისტრაცია კვლავ მიმდინარეობს და ვისაც სურს საკუთარი შესაძლებლობების, ერუდიციის, ინტელექტის და ცოდნის წარმოჩენა, ამის შანსი ნამდვილად აქვთ:

ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადის რეგისტრაციის ბმული: https://izrune.ge/etaloni/index.php?a=register&konkurs=226

რაც შეეხება სრულ განრიგს:

2-3 ივნისის ლოგიკური აზროვნების და ზოგადი განათლების დღეებია, ხოლო 9-10 ივნისს - მათემატიკის ოლიმპიადა ჩატარდება.

სიამაყით გვინდა განვაცხადოთ, რომ უკვე ათასობით მოსწავლემ გამოთქვა ოლიმპიადებში მონაწილეობის სურვილი და ეს არცაა გასაკვირი, რადგან მათ კარგად იციან, რომ სწორედ განათლებული ახალგაზრდები ქმნიან წარმატებულ სახელმწიფოს, „ეტალონი“ კი ურყევად ემსახურება ამ დიდ მიზანს.

 

იხილეთ ასევე:

„ეტალონი“ ონლაინ ჩემპიონატს იწყებს - ოლიმპიადები სამ საგანში გაიმართება

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...