„გისურვებთ ძალას, რომ თქვენი ოცნებები რეალობად აქციოთ!“ - ვარდისუბნის საჯარო სკოლა XII კლასელებს დაემშვიდობა
27-05-2025

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლა მეთორმეტეკლასელებს დაემშვიდობა. ემოციურმა დღემ ტრადიციული თეთრი პერანგებით, ღიმილითა და ბედნიერებით სავსე ცრემლნარევი თვალებით ჩაიარა. 

ვარდისუბნის საჯარო სკოლამ სწავლის ბოლო დღეს კურსდამთავრებულებს მიმართა: 

„დასრულდა თქვენი სკოლის გზა - გზა, რომელიც სავსე იყო მეგობრობით, აღმოჩენებით, ცოდნითა და უამრავი დაუვიწყარი მოგონებით.

ახლა წინ გელით ცხოვრების ახალი, საინტერესო ეტაპი - სავსე გამოწვევებითა და შესაძლებლობებით. გისურვებთ თავდაჯერებულ ნაბიჯებს, სითამამეს, კეთილ გზას და ძალას, რომ თქვენი ოცნებები რეალობად აქციოთ! იყავით ბედნიერები და წარმატებულები ნებისმიერ არჩევანში, რასაც გააკეთებთ! 

და სანამ მიდიხართ…
გულითა და სიყვარულით აკურთხეთ სკოლის კარიბჭე და გზა დაულოცეთ მათ, ვინც ახლა იწყებს იმავე გზას - მომავალ პირველკლასელებს. დაე, იყოს მათი სკოლის გზა ისეთივე ნათელი, როგორიც თქვენით იყო ეს წლები! 

პატივისცემითა და სიყვარულით“.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...