„უდიდესი მადლობა, ჩემო საოცარო პატარებო თქვენს აქტიურ მშობლებთან ერთად გვერდში დგომისათვის“ -  ხრეითის N2 საჯარო სკოლის პედაგოგი
27-05-2025

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრეითის N2 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა დედაენა საზეიმო ღონისძიებით გააცილეს. 

საინტერესო აქტივობებით დატვირთული ღონისძიება მოსწავლეებისთვის შთამბეჭდავ მოგონებებად იქცევა, რომელიც დიდხანს ემახსოვრებათ პატარებს. როგორც პედაგოგი აღნიშნავს 2024-2025 სასწავლი წელი წარმატებიტ დაასრულეს პატარა მერცხლებმა, რისთვისაც მადლობას უხდის მოსწავლეებს და მშობლებს, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი თითოეულ აქტივობაში. 

აი, ასე ბედნიერად და ლამაზად დასრულდა დედაენის კიდევ ერთი ზღაპარი

„უამრავ წარმატებას, ფერად ბავშვობას და ბედნიერ მომავალს გისურვებთ, ჩემო თვალხატულა მერცხლებო, დარწმუნებული ვარ დღევანდელი ლამაზი დღე და უამრავი სხვა დღეები თავიანთი მრავალფეროვანი ისტორიებით დიდხანს შემორჩება თქვენს მეხსიერებას.

უდიდესი მადლობა თქვენ, ჩემო საოცარო პატარებო თქვენს აქტიურ მშობლებთან და ოჯახის სხვა წევრებთან ერთად გვერდში დგომისათვის, თანამშრომლობისათვის, სიყვარულისათვის, დაფასებისათვის და ყველა იმ გაწეული შრომისათვის, რითაც ჩვენ ერთად შევძელით კიდევ ერთი ულამაზესი, დაუვიწყარი დღე გვეჩუქებინა ჩვენი პატარებისათვის, სკოლის სხვა აღსაზრდელებისათვის, პედაგოგებისათვის.

მადლობა სკოლის დირექციას და საყვარელ კოლეგებს კეთილგანწყობილი დამოკიდებულებისათვის, უამრავი სასწავლო წელი დაგვეხუროს წარმატებულად და ბედნიერად“, - აღნიშნულია პედაგოგის გამოსამშვიდობებელ სიტყვაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...