თორიის საჯარო სკოლამ პირველკლასელებს ანბანის გაცილების ზეიმი მოუწყო
27-05-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ თორიის საჯარო სკოლაში ანბანის გაცილების საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ზეიმი პირველკლასელებისთვის სომხური ენის მასწავლებელმა, ქრისტინე ხაჩატრიანმა დაგეგმა და ჩაატარა.

ღონისძიებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს პირველკლასელებმა, რომლებმაც თავიანთი გამოსვლებით დამსწრე საზოგადოება გააოცეს. ბავშვებმა იმღერეს, იცეკვეს, წაიკითხეს ლექსები და სპექტაკლიც კი გაითამაშეს. აქტივობის ბოლოს კი პატარებმა გულთბილი მადლობა გადაუხადეს მასწავლებლებს გაწეული შრომისა და მხარდაჭერისთვის.

სკოლის ადმინისტრაციის თქმით, მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბავშვების მოტივაციისა და შემოქმედებითი უნარების განვითარების პროცესში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...