ცოდნისკარის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი ღონისძიებით დააგვირგვინეს
29-05-2025

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ცოდნისკარის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა 2024-2025 სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. 

სასკოლო ცხოვრების პირველი წარმატებული ნაბიჯები კი ღონისძიებით აღნიშნეს და ცოდნა შეაჯამეს. 

პატარები დამსწრე საზოგადოების წინაშა მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ, მათ შორის შეასრულეს მუსიკალური და საცეკვაო ნომრები, ხოტბა შეასხეს დედაენას, მის შემქმნელ იაკობ გოგებაშვილს, ხაზი გაუსვეს ქართული ენის სილამაზეს და დამწერლობის უნიკალურობას. მოსწავლეებმა ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს და დამრიგებელსა და მშობლებს სიამაყის საფუძველი მისცეს. 

სასკოლო საოგადოებამ მოსწავლეებს სასწავლო წლის წარმატებით დასრულება მიულოცა და ბედნიერი არდადეგები უსურვა. 

„გილოცავთ ჩვენო ცქრიალებო პირველი ნაბიჯების გადადმას იმ დიდ საქმეში რასაც სწავლა-განათლება ჰქვია. ულამაზესო, უსაყვარლესო, უჭკვიანესო პირველკლასელებო თქვენი წარმატებული მომავალი იწეყება აქ“, - აღინიშნა სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...