დაშბაშის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა
27-05-2025

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშბაშის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება გაიმართა. მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს თემატური პრეზენტაცია, პატრიოტული ლექსები, სიმღერები და ნახატები, რომელიც 26 მაისის მნიშვნელობას ეძღვნებოდა.

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ბუნებისმეტყველების მასწავლებელი ლუსინე კალაჩიანი. მისი კოორდინაციით ნიჭიერმა მოსწავლეებმა ეროვნული დღესასწაული ნამდვილ ზეიმად გადააქციეს.

სკოლის ადმინისტრაციის თქმით, მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს პატრიოტული სულისხნის გაძლიერებას და მოსწავლეების შემოქმედებითი უნარების განვითარებას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...