ცოდნისკარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასკოლო კონკურსში გამარჯვება მოიპოვეს - ახალგაზრდები ლაგოდეხის მერმა დააჯილდოვა
27-05-2025

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ცოდნისკარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გამარჯვება მოიპოვეს სასკოლო კონკურსში - „Tech-Sparks მოსწავლეებისთვის და მასწავლებლებისთვის“. 

მოსწავლეების წარმატებასთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: 

„ლაგოდეხის მერი, ჯონდო მდივნიშვილი, სასკოლო კონკუსის „Tech-Sparks მოსწავლეებისთვის და მასწავლებლებისთვის“ დაჯილდოების ღონისძიებას დაესწრო.

საზეიმო ცერემონია წინანდალში გაიმართა და მასში, კახეთის რეგიონის 32 საჯარო სკოლის გუნდი მონაწილეობდა. კონკურსის გამარჯვებული, პირველი ადგილის და მთავარი პრიზის მფლობელი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ცოდნისკარის საჯარო სკოლის მოსწავლეები გახდნენ. კონკურსში, ასევე, წარმატებით იასპარეზეს, ქ. ლაგოდეხის N1 სკოლის მოსწავლეებმა. ლაგოდეხელი მოსწავლეები, ჯონდო მდივნიშვილმა საჩუქრებით დააჯილდოვა.

ღონისძიება, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და კახეთის რეგიონალური ტექნოპარკების ორგანიზებით გაიმართა და მისი მიზანი, ახალგაზრდებში, ტექნოლოგიური უნარების განვითარება, ინოვაციური იდეების შემუშავება და მხარადაჭერაა.

ღონისძიებას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე, პლატონ კალმახელიძე, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თორნიკე ჯობავა და კახეთის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ“.

 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...