ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოკიოს საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებაზე ზრუნავენ და მოსწავლეებს მხატვრული ლიტერატურის სიყვარულს დაწყებითი კლასებიდანვე შთააგონებენ.
სწორედ წიგნის კითხვის მნიშვნელობის გააზრებას ემსახურებოდა III კლასის მოსწავლეთა გაკვეთილი თემაზე - „ბიბლიოთეკაში“, რომელსაც ქართული ენის მასწავლებელი არეგნაზ ქალაშიანი ხელმძღვანელობდა.
გაკვეთილი თარგმნითა და თხრობით წარმატებით გავიარეთ. მაგრამ იმისთვის რომ თემა ყოფილიყო სრული პედაგოგმა მოსწავლეები სკოლის ბიბლიოთეკაში წაიყვანა.
როგორც პედაგოგი გვეუბნება, ბავშვები პირველად გაეცნენ საბიბლიოთეკო სივრცესა და წარმოდგენილ წიგნებს ასე ახლოს და გაეცნენ ბიბლიოთეკაში ქცევის წესებს, რაც მათთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა.
პედაგოგი მოსწავლეებს კიდევ არაერთ საინტერესო მოგზაურობას ჰპირდება წიგნიერების სამყაროში.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო: