ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებულია. შესაბამისად, კომპლექსური დავალებებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს.
შემოქმედებითი ბუნების დავალებები მოსწავლეთა დიდი ინტერესითა და მაღალი ჩართულობით გამოირჩევა, რაც დიდწილად პედაგოგების დამსახურებაა.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, შემოქმედი მასწავლებელი ზრდის შემოქმედ თაობას. სწორედ ასეთია თამარ ოდიშვილი, რომელიც სასწავლო პროცესს კრეატიულად უდგება.
ახლახან მისმა მოსწავლეებმა საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს, სადაც წარმოაჩინეს თუ როგორ გამოიყენება სივრცული ფიგურები რეალურ ცხოვრებაში.
მოსწავლეებმა საინტერესო ნამუშევრები შექმენეს და პრეზენტაციასაც წარმატებით გაართვეს თავი.
იხილეთ ფოტოები: