მატნის N1 საჯარო სკოლის „ბოლო ზარი“ და კურსდამთვრებულთა გულწრფელი მადლობა პედაგოგებს
27-05-2025

ახმეტის მუნიციპალიტეტის, მატნის N1 საჯარო სკოლაში კურსდამთვრებულებისთვის  „ბოლო ზარი“ დაირეკა - ესაა პირველი ნაბიჯი ზრდასრული ცხოვრებისკენ, ერთი დიდი თავგადასავლის დასასრული და ახლის დასაწყისი;

ემოციური იყო საყვარელ მოსწავლეებთან დამშვიდობება პედაგოგებისა და სკოლის ხელმძღვანელობისთვის - ხუმრობა ხომ არ არის, ცოდნის ტაძარში, ერთ სივრცეში გატარებული 12 წელი... არადა თითქოს გუშინ შეაბიჯეს ამ მოსწავლეებმა წიგნიერების ჯადოსნურ სამყაროში, სადაც  მასწავლებლების პროფესიონალიზმი ამდენი წელი უწევდათ მეგზურობას.

მატნის N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებისთვის ცხოვრების ახალი ეტაპი იწყება, როცა შეძლებენ, ზრდასრულ ცხოვრებაში გამოიყენონ მშობლიურ სკოლაში მიღებული ცოდნა, იარონ წარმატების გზაზე და საკუთარი მიღწევებით გაახარონ უსაყვარლესი პედაგოგები.

სკოლა ულოცავს საყვარელ მოსწავლეებს სკოლის დასრულებას და უსურვებს უამრავ წარმატებას ცხოვრებაში: „მადლობას ვუხდით კლასის ხელმძღვანელს: ლალი ლოლაშვილს გაწეულ შრომისთვის და ამ ლამაზი ღონისძიებისთვის“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...