ქარელის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ენის სიწმინდის დაცვის აუცულებლობაზე ისაუბრეს
25-06-2018
ქარელის N2 საჯარო სკოლაში დედა ენის დღე აღინიშნეს. სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები, პედაგიგების ხეხლმძღვანელობით, სკოლის ეზოში შეიკრიბნენ, პლაკატები დაამზადეს, დედა ენის დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ენის სიწმინდის დაცვის აუცულებლობა აღნიშნეს.
„კიდევ ერთხელ ითქვა ამ დღის მნიშვნელობის შესახებ, ითქვა, რომ მშობლიური ენა ღვთაებრივი საუნჯეა! რომ წინაპართა სისხლით დაცულ ამ უძვირფასეს განძს ზრუნვა, გაფრთხილება, სიყვარული და ცოდნა სჭირდება“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
დედა ენის დღე საქართველოში 14 აპრილს აღინიშნება. იხილეთ ფოტო
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
საგანმანათლებლო პროგრამის ჩამონათვალი, რომლებზე მიღებაც 50-70 ადგილით შემცირდა; თსუ-ში შემცირდა განათლების მეცნიერებების, ეკონიმიკის ადგილები... დეტალური სია