„დიდი ხელნაკეთი წიგნების დამზადება“ - თბილისის N28 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერეო პროექტზე იმუშავეს 
29-05-2025

თბილისის N28 საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებისკენ მიმართული სასწავლო მეთოდი, ბავშვების დიდი ინტერესითა და მაღალი ჩართულობით გამოირჩევა. 

ახლახან, სკოლის III, IV, V, VI,VII, VIII, IX კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ სასკოლო პროექტში - „დიდი ხელნაკეთი წიგნების დამზადება“. მოსწავლეებმა შექმნეს ზღაპრის ილუსტრაციები და შემდეგ ხელით დააკაბადონეს.

უფროსკლასელებმა გააცნეს პატარებს ხელნაკეთი რებუსებიანი წიგნის კითხვის ტექნიკა და საჩუქრად გადასცეს პირველ და მე-2 კლასელებს.

პროექტი მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა, ხელნაკეთ წიგნზე ხალისით იმუშავეს და პროცესს შემოქმედებითად მიუდგნენ. 

პროექტი მოსწავლეებს პედაგოგმა, თამარ ადამიამ შესთავაზა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203